ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროფესიონალურ და მაღალხარისხიან სამედიცინო თარგმანის მომსახურებას ქართულ, ინგლისურ და სხვა საერთაშორისო ენებზე. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმანი მოითხოვს აბსოლუტურ სიზუსტეს, მაღალ პროფესიონალიზმსა და დეტალებზე განსაკუთრებულ ყურადღებას.

ჩვენი გუნდის წევრები არიან გამოცდილი, სერტიფიცირებული და სამედიცინო სფეროში სპეციალიზებული თარჯიმნები, რომელთაც აქვთ გამოცდილება გლობალური და ლოკალური სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით.

ჩვენი გამოცდილება, სიზუსტე და პროფესიონალიზმი გარანტიაა იმისა, რომ თქვენი სამედიცინო დოკუმენტაცია ყოველთვის მაღალ საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება.

1

დოკუმენტის მიღება და წინასწარი შეფასება

თქვენ გამოგვიგზავნით დოკუმენტს, რომლის შინაარსსა და მოცულობას ჩვენი სპეციალისტები შეაფასებენ.

2

პროფესიონალური თარგმანი

მუშაობას იწყებს გამოცდილი თარჯიმანი, რომელიც ფლობს შესაბამის ენას და აქვს სამედიცინო სფეროში შესაბამისი გამოცდილება.

3

საბოლოო ვერსიის მიწოდება

დასრულებული თარგმანი გადმოგეცემათ სასურველ ფორმატში, შეთანხმებულ ვადებში.


საქმიანობის სფეროები

01

სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნა

პაციენტის ისტორია და დიაგნოზები – ზუსტი და გასაგები თარგმანი მკურნალობის პროცესის გასაგრძელებლად.

02

კლინიკური კვლევების თარგმნა

კვლევითი პროტოკოლები – კვლევის გეგმისა და მეთოდოლოგიის სრულყოფილი თარგმანი.

03

სამედიცინო მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების თარგმნა

სამედიცინო მოწყობილობების სახელმძღვანელოები – გამოყენების ინსტრუქციები და ტექნიკური აღწერილობები.

04

სამეცნიერო და აკადემიური ნაშრომების თარგმნა

სამეცნიერო სტატიების თარგმანში – საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში პუბლიკაციისთვის.

05

სამედიცინო ტურიზმის დოკუმენტაციის თარგმნა

პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნა – მკურნალობის პროცესის შესასრულებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

06

ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური დოკუმენტაციის თარგმნა

მედიკამენტების ინსტრუქციები – გამოყენების წესები, დოზირება და უსაფრთხოების ზომები.

რატომ უნდა აგვირჩიოთ?

ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნის პროცესი, უზრუნველვყოთ სიზუსტე, პროფესიონალიზმი და მაღალი ხარისხი ყველა მომხმარებლისთვის.

სპეციალიზებული თარჯიმნები

გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ სამედიცინო ტერმინოლოგიას..

სიზუსტე და სანდოობა

თითოეული თარგმანი გადის ხარისხის მრავალსაფეხურიან კონტროლს

კონფიდენციალურობის დაცვა

Eპაციენტის და კომპანიის მონაცემები სრულად დაცულია..

დროული შესრულება

ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს და ვასრულებთ დავალებებს შეთანხმებულ ვადებში.